უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა – ინფორმაციას გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.
მაქარაშვილის ცნობითვე, ხვიჩა გვირჯიშვილი ხარკოვთან დაეცა.
,,2 დღის წინ დამირეკა, სანამ არ ჩამოხვალ სიკვდილს არ ვაპირებ, ლამაზი გასვენება უნდა მომიწყოო ?
აღარ მინდა ხალხო, აღარ შემიძლია!
დღეს ხარკოვთან დაეცა ჩემი ოცდამესამე ომის ძმაკაცი!”
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტბიანი შეჭრის შემდეგ 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
კომენტარები