ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსი 540 ადამიანს დაუდგინეს. მათგან 45 ბავშვია, 87 კი ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელი. COVID 19-ს ქვეყანაში კიდევ 11 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 261-მდე გაიზარდა.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების სულ 10 406 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 1 238 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები