„უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღაა“,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ პანდემიის დასაწყისში 40 მილიონი უკრაინელიდან 100-დან 300-მდე იყო ინფიცირებული. ამჟამად კი ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 3 000-ს აღწევს. სამწუხაროდ, უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის გავრცლების პრევენციისთვის უკრაინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩასვლა 28 სექტემბრამდე აკრძალეს, ხოლო სექტემებრის დასაწყისში უცხოელებისთვის ტრანზიტიც აიკრძალა.
კომენტარები