უკრაინაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. Covid 19-მა ივანო-ფრანკოვსკის ოლქში 56 წლის ქალი იმსხვერპლა, ამის შესახებ ინფორმაციას ua.korrespondent.net-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 16 მარტს გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დღეისთვის უკრაინაში კორონავირუსის 21 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა ქვეყანაში 3 ადამიანი იმსხვერპლა.
კომენტარები