ევროპული საბჭოს პრეზიდენტი,შარლ მიშელი 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ეკონომიკაზე.
“სხვადასხვა შეხვედრის დროს, რომლებიც დაგეგმილია, გექნებათ შესაძლებლობა, განიხილოთ ისეთი თემები, როგორიცაა მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური მდგომარეობა, ენერგეტიკა და კლიმატი, მიგრაცია და მობილურობა. უკრაინაში მიმდინარე ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი უპირველესი მიზანია, უზრუნველვყოთ გარანტირებული მიწოდების უსაფრთხოება და ენერგიის ხელმისაწვდომობა ჩვენი ოჯახების, ბიზნესებისთვის. განსაკუთრებით ზამთრის სიცივის მოახლოებისას”.
კომენტარები