დღეს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მიმართავს 5 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, საღამოს 20 საათზე ზელენკის მიმართვას ადამიანები მოუსმენენ რუსთაველის გამზირზე. ირაკლი კობახიძეს, ბრიფინგზე ჰკითხეს, შეუერთდება თუ არა ხალხს მმართვალი პარტია და მივა თუ არა რუსთაველის გამზირზე, კითხვის პასუხისას, კობახიძემ ისევ ელჩის გაწვევა გაიხსენა და ისევ განაცხადა, რომ ზელენსკი არ აკონტროლებს საკუთარ სოციალურ ქსელებს და ამას გარკვეული “დაჯგუფებები” აკეთებენ. რასაკვირველია, კობახიძე ამტკიცებს, რომ ის და მთავრობა სრულ თანადგომას უცხადებს უკრაინის ხელისუფლებას, თუმცა, არის თუ არა, შეურაცხმყოფელი, უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინელი ხალხისთვის, იმის თქმა, რომ მათი პრეზიდენტის სოციალურ გვერდებს ისეთი ადამიანები აკონტროლებენ, რომლებიც არ აჟღერებენ პრეზიდენტს აზრს – ანუ, უკრაინის პირველი პირის სოციალური გვერდები “ოკუპირებულია” – ამაზე კობახიძე არ საუბრობს.
ირაკლი კობახიძე:
“უკრაინის ხელისუფლებამ გადადგა სრულიად ალოგიკური ნაბიჯი, ჩვენ აღარ გვინდა ამ კრიტიკის გაგრძელება, უკრაინაში არის ომი და კრიტიკაში არ შევალთ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ასეთი ალოგიკური ნაბიჯი გადაიდგა, ხელისუფლების წარმომადგენელი ვერ იქნება იქ. თანაგრძნობის საკითხი, ჩვენი მხრიდან, არის გულწრფელი, ნაცვლად ნაციონალური მოძრაობისა, რომლებიც იქ იდგებიან… როდესაც სახელმწიფოს მიმართ გადაიდგმება ალოგიკური ნაბიჯი, რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. არ მგონია, ზელენსკის სცხელოდა ამ ტვიტისთვის, იქ არიან გარვეული ძალები და ამის შედეგი იყო ის ალოგიკური ნაბიჯი. ვინ არიან ეს ადამიანები გვარებით, ეს კარგად ვიცით.”
კომენტარები