უკრაინაში ქართველი კანონიერი ქურდი ლაშა ჯაჭვლიანი იგივე “ლაშა სვანი” დააკავეს. სპეცოპერაცია ქალაქ დნეპრის ერთ-ერთი სასტუმროში ჩატარდა.
უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული კანონიერი ქურდი უკრაინის ერთდროულად რამდენიმე ოლქის კრიმინალურ ქსელებს აკონტროლებდა და “სამყაროს” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან წევრად მიიჩნევა.
“ლაშა სვანის” დაკავების პარალელურად პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა ქალაქ დნეპრში. როგორც ცნობილია სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დრო ქურდული სამყაროს 10 წევრი, მათ შორის ე.წ. მაყურებლები დააკავეს.
შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის მთავრობამ 557 კანონიერი ქურდის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
კომენტარები