აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის დროს ქართველი სამხედრო დაიღუპა. კიდევ ერთი სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ rbc.ua იუწყება.
დაღუპული სამხედრო დავით შარტავაა. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შემავალი „ქართული ლეგიონის“ წევრი იყო.
18 აპრილს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის 5 ფაქტი დაფიქსირდა. ვითარება დონბასში და უკრაინის საზღვართან განსაკუთრებით აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. რუსეთმა საზღვართან 100-ათასზე მეტი სამხედროს კონცენტრაცია მოახდინა.
კომენტარები