ექსპერტი ნინო ფოჩხუა:
„უკრაინაში რომ ვერ არის საქმე ისე, როგორც წარმოადგენს ოფიციალური (გაფილტრული) მედია, დიდი ხანია ნათელია. გარდა იმისა, რომ უკრაინაში ყველა ოპოზიციური პარტია თუ მედია დახურულია, ზეწოლას ვერც ჟურნალისტები გადაურჩნენ, რა თქმა უნდა უკრაინელ ჟურნალისტებზე შეტევა მეტია, ვიდრე უცხოელებზე, მაგრამ მათზეც უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება. საკმარისია მმართველი ელიტისთვის არასასურველმა ინფორმაციამ გაჟონოს, რომ უმალ მის ავტორს აკრედიტაცია უჩერდება. არ ინდობენ ისეთი გამოცემების აკრედიტირებულ ჟურნალისტებს, როგორიცაა CNN, NBC, The New York Times და ა. შ.
მოკლედ, უკრაინაში ცენზურა მოქმედებაშია. არც მიკვირს დღევანდელი მმართველი ელიტისგან, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. იმედს ვიტოვებ ესეც მალე დასრულდება, რადგან ეს არ არის კანონზომიერი.“
კომენტარები