პოეტი, “ლელოს” წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“უკრაინაში დრო გაჩერდა.
სამი კვირაა თერთმეტი სექტემბერია.
ზელენსკი
დღეს ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს.
ეს ერთი წინადადება სრულიად საკმარისია, რომ ამერიკელებს საკუთარი ქვეყნის ჭრილში სრული მასშტაბით არა მხოლოდ დაენახათ, ეგრძნოთ კიდეც, რა ხდება დღეს უკრაინაში.
P.S. ეს კაცი ყოველდღიურად მასტერკლასებს უტარებს მსოფლიოს ტოპ პოლიტიკოსებს, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლიდერი.”
კომენტარები