უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში მამაკაცმა ეკლესიიდან წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები მოიპარა, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პოლიცია ავრცელებს.
პოლიციამ დამნაშავის კვალს კამერების ჩანაწერის მეშვეობით მიაგნო. პიროვნება, რომელმაც ტაძრიდან წმინდა ნაწილები მოიპარა, 37 წლის მამაკაცია, რომელიც ადრე მკვლელობისთვის იყო ნასამარლევი და 14 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხე 2019 წლის მაისში დატოვა.
დამნაშავემ მოპარული წმინდა ნაწილები მეგობარს გადასცა. პოლიციამ იგი თანამზრახველან ერთად დააკავა. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები