უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.
შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა:
“უკრაინაში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების მიმართ, წამების, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებასთან და არასწორ მკურნალობასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, რომ არ შეუძლია ამ პირთა პასუხისგებაში მიცემა, გააუქმა ინსპექტორის სამსახურიც, ამიტომ დარწმუნებული ვართ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ამ პირთა ვინაობის დასადგენად, მათი გვარები ისედაც ცნობილია”
ჩვენ უკვე გვქონდა მთელი რიგი შეხვედრები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უკრაინელი ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ შეაფასონ, როგორი ზიანი მიაყენეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამჟამად, მისი მდგომარეობა. უკრაინაში დაბრუნებისთანავე, ყველა დოკუმენტს გადავცემთ უკრაინის გენპროკურატურის საგამოძიებო ბიუროს”
კომენტარები