ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ამის დამწერს იქვე – გადადგეს კალაძე – დაუწერია და რომ მას დაავალეს ამის გაკეთება:
“ამის დამწერი (იხ. ფოტო) ზუსტად ისე წერს, როგორც ოსტაპ ბენდერი ხატავდა. ამის დამწერს უკრაინაც ახატია და საქართველოც. რამდენიმე მეტრში ამის დამწერს “კალაძე გადადექი” დაუწერია.
რაც უთხრეს, ის დააწერა და რამდენიც გადაუხადეს, იმდენი დააწერა.
ამის დამწერი ერთ-ერთი იმ თერთმეტ ენჯეოშნიკთაგანი იქნებოდა, გუშინ მერიასთან რომ იდგნენ კალაძის გადადგომის მოთხოვნით. რას ითხოვდნენ და რატომ ითხოვდნენ, არც გუშინ იცოდნენ და არც დღეს იციან. სადაც მიუთითეს, იქ დადგნენ,
რაც უთხრეს, ის თქვეს და იმდენ ხანს იდგნენ, რამდენისაც გადაუხადეს.
მე პოლიციის კორდონზე გამეცინა – შენობაში არ შევარდნენო. იმ მაიმუნ ვირიშვილებს დგომაში ქონდათ ჰონორარი აღებული, დგომაში!
რაც შეეხება მერიას, ნაცები მერიაში 2003 წელს რომ შევარდნენ, იმის მერე აღარც გამოსულან.
ეგრეა განათლების სამინისტროში, ეგრეა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეგრეა სამხარეო ადმინისტრაციებში, ეგრეა გამგეობებში…
როგორც გიორგი თორელი იტყოდა, – ეგრეა, ბესო, ეგრე და როგორც ენდოკრინოლოგი ხაჩიკიანი შენიშნავდა, – ძეს ნამანერ ჰაიტარაკუმენ რესპუბლიკა!!!”
კომენტარები