ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
მე და გიგა რომ დავქორწინდით და ერთად დავსახლდით – 2006 წელს, ახალ სახლში მოიტანა რაღაც ბოხჩა, შიგ თავისი მემორაბილია ჰქონდა შენახული და ამოლაგება დაიწყო, ალაგებს რაღაც ნივთებს, ბროდვეის სპექტაკლების პროგრამებს, კინოს ბილეთებს, კმარას სამაჯურს, ლევან რამიშვილის მიერ შედგენილ სათაურების სიას მათი გაზეთისთვის … უცებ ვხედავ ჩემი უძველესი თმის სამაგრი ამოაძრო, 90-იანებში მასთან დამრჩა, ნუ დავდნი და თან შევწუხდი, მეთქი რა ვირი ვარ, როგორ არაფერი შევინახე, მქენჯნის სინდისი და ვარ …
ხოდა გააგრძელა და ცოტა ხანში კიდევ ერთი წინა GF -ის დრედი გააძრო.
თურმე უბრალოდ შენახვა ევასება.
მეთქი, აგაშენა ღმერთმა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, გავაგრძელე უშფოთველი არარომანტიკულობა ♥️
უკრაინელების მაისურებზე დახატულ ?? და ბაბლის რეაქციებზე გამახსენდა.
ცნობისთვის, უკრაინელი ფეხბურთელების მაისურებზე საქართველოს დროშაა გამოსახული, უკრაინის ქომაგებმა კი, ბანერი გაშალეს, სადაც ძალა ერთობაშია წერია.
პირველი ტაიმი 0-1 ით დასრულდა, უკრაინელთა სასარგებლოდ.
კომენტარები