ფოტოები – გამოცემა “ბათუმელები”
ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელმა ლტოლვილებმა და ბელარუსის რეჟიმს გამორიდებულმა მოქალაქეებმა ზღვის სანაპირო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
„ლელოს“ წარმომადგენელმა გენო თებიძე „ბათუმელებთან“ ამბობს:
„როგორც ჩეხეთში და პოლონეთში გააკეთეს მადლიერების ნიშნად, დაახლოებით ასეთი მოტივი ჰქონდათ აქაც ამ ადამიანებს. ესენი ჩვენი მეგობრები არიან, ძალიან აქტიურად არიან ჩართული უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაში. აქ არიან ის ადამიანებიც, რომლებიც იდევნებიან ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ და ასევე ისინიც, რომლებიც დევნილები არიან და ახლა მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევიან. ყველა კაფე, რომელიც ეკუთვნით უკრაინელებს ან ბელარუსებს, ყველა ლტოლვილ ოჯახს უფასოდ აჭმევს. თითო კაფე 30-40 ადამიანს უფასოდ მასპინძლობს და ასე არიან გადანაწილებული 11 კაფეში ადამიანები. ძალიან ორგანიზებულები და სოლიდარულები არიან. ისინი ცდილობენ ასე გამოხატონ მადლიერება ჩვენი ქალაქის მიმართ“
კომენტარები