უკრაინელებმა ხერსონში რუსების სამხედრო ნაწილზე იერიში მიიტანეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, ისმოდა ხმა გაოგნებული რუსების, რომლებიც ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.
უკრაინული მედია იუწყება, რომ სამხედრო ნაწილზე იერიშს რუსი პროპაგანდისტებიც ადასტურებენ.
“რუსი დამპყრობლები მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ ფუსფუსებდნენ და ახლა ქალაქის ცენტრს ალყა შემოარტყეს. პესტელის გარშემო მცველები არიან განლაგებული, რომლებიც ამოწმებენ დოკუმენტებს”, – წერს მედია.
კომენტარები