რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო “მთავართან” საუბარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
“ეს არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ღალატიც არის, რადგან უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება. ძალიან მტკივა, იმას რასაც ვხედავ.
ძვირფასო მეგობრებო, განა დაგავიწყდათ, 2008 წელს, როდესაც რუსული ტანკები, გორიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდნენ, რომელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოფრინდა თბილისში და დადგა თქვენს გვერდით. ეს უკრაინის პრეზიდენტი იყო.
როგორ აფასებთ ამ სამარცხვინო ქმედებას ?! წადით რუსთაველზე, ჩემს საყვარელ გამზირზე, წადით და მთავრობას აუხსენით, როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეთ, მაშინ როდესაც პუტინი, მოძმე უკრაინას ანადგურებს. მე მჯერა საქართველოსი. საქართველოს გაუმარჯოს
მაშინ როდესაც პრორუსული ევროპელი ლიდერები, მათ შორის ჩეხეთის პრეზიდენტი ზემანი და ფრანგი პოლიტიკოსი ლე პენი, აცხადებენ რომ ეს ომი საშინელებაა, საქართველოს პრემიერი უკრაინას ღალატობს. ჩვენს შემდეგ საქართველოში ჩამოვლენ. ეს ძალიან სამწუხაროა, არ გაშინებთ, თუმცა პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება.
მთავრობის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა უკრაინელი ერისთვის ღარიბაშვილი დღეიდან, პერსონა ნონ გრატა გახდა, მანამ სანამ აზრს არ შეიცვლის.” ამბობს გონჩარენკო “მთავართან” საუბარში”.
კომენტარები