ფოტო – 24tv.ua
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის თქმით, რუსების მიერ, ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ გოროდნიას დაკავების შემდეგ, FSB-ის თანამშრომლები ადგილობრივ მცხოვრებ რომან მაკასთან მივიდნენ. მოსთხოვეს, მათი სახელით საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაური ყოფილიყო.
„დაიწყეს რომან მაკაზე ზეწოლა. გუშინ პროპაგანდისტებმა „ჭორები“ გაავრცელეს, რომ ის ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე დათანხმდა, მაგრამ 11 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ რომანმა თავი მოიკლა.
კაცმა სიკვდილი აირჩია, რათა არ ემუშავა დამპყრობლებისთვის. დიდება გმირებს და მარადიული ხსოვნა. ორკებს არ აქვთ შანსი, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – აცხადებს გონჩარუკი.
კომენტარები