2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებულმა Kalush Orchestra-მ კონკურსშიმოპოვებული ჯილდო უკრაინის დასახმარებლად აუქციონზე, $900 000-ად გაყიდა .
ბროლის მიკროფონის აუქციონი Facebook-ის საშუალებით გაიმართა და მისი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უკრაინაში დამზადებული PD-2 ტიპის დრონების შეძენაა.
17 მაისს Kalush Orchestra-მ უკრაინული საქველმოქმედო ფონდებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად ევროპაში ტურნე დაანონსა. ამის შესახებ ჯგუფმა პრესკონფერენციაზე თქვა.
კომენტარები