ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს:
ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ვილნიუსის სამიტის ასეთი შედეგი ძალიან გვჭირდებოდა. ამიტომ, მე მადლობელი ვარ ყველა ლიდერისა და NATO-ს ქვეყნებისა უკრაინისთვის ურყევი მხარდაჭერის გამოცხადებისთვის. დღეს არის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები NATO-სკენ მიმავალ გზაზე. დღეს ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ჩვენი უსაფრთხოებისთვის, გვაქვს ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები, ამიტომ უკრაინის დელეგაცია სახლში ბრუნდება მნიშვნელოვანი შედეგებით. დიდი მადლობა ყველას, მადლობა ლიეტუვას და იენს სტოლტენბერგს.
კომენტარები