საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი, პირველ კომენტარს აკეთებს “მთავარ არხთან” და ამბობს, რომ არ იყო შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან კონკრეტული ჩარტერული რეისი მოხალისეების წასაყვანად, თუმცა, დაზუსტებული იყო, რომ საქართველოს სახელმწიფო არ შეუქმნიდა მათ გამგზავრებას დაბრკოლებას.
დოლგოვი:
“რაც მოხდა, ვფიქრობ, ყველამ კარგად იცით.
განსახილველი ბევრია, მაგრამ ასეთ თემებზე ტელეფონით არ საუბრობენ, ამიტომ ინსტრუქცია მომცეს, ჩავიდე კონსულტაციისთვის.
იყო დაზუსტებული, რომ სახელმწიფო არ შეუქმნიდა დაბრკოლებას მოხალისეების გამგზავრებას, მაგრამ თვითმფრინავის შესახებ არ იყო შეთანხმება.
არავის არაფერი აუკრძალავს, საუბარი იმაზეა, რომ საჭირო დროს, ვერ მოვახერხოთ მიგვეღო ნებართვა თბილისის აეროპორტიდან ჩარტერულ რეისზე. არ არის პრობლემა, ვისაც უნდა და ვისაც შეუძლია უკრაინის დახმარება…”
კითხვას, რა შეუძლია თქვას საქართველოს მთავრობის პოზიციაზე, დიპლომატმა ასე უპასუხა:
“დიპლომატიურად, ეს პოზიცია ჩანს, ამას კარგად ხედავთ, ქართველი ერიც ხედავს, მადლობელი ვართ იმ დახმარებისთვის, რაც გაგვიწიეთ და მადლობელი ვართ ყველასი, ვინც გვეხმარება, მოვიგოთ ეს ომი.”
დამატება:
მოგვიანებით, გავრცელდა ინტერვიუს თარგმნილი ვარიანტის ვიდეო ვერსია, სადაც ამოღებული ფრაზა, რომელსაც ელჩი ამბობდა: “იყო დაზუსტებული, რომ სახელმწიფო არ შეუქმნიდა დაბრკოლებას მოხალისეების გამგზავრებას…” და შესაძლოა, კიდევ არის სხვა სახის უზუსტობები.
უკრაინის ელჩმა ვიდეოს მანიპულაცია უწოდა და სთხოვა მედიას, არ გამოიყენოს მოცემული ვიდეო, რადგან მასში კონტექტიდან ამოგლეჯილი წინადადებებია.
კომენტარები