ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.
ფაქტთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა – ალეკო ელისაშვილმა განაცხადა:
სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება და დროდადრო უკრაინის ხელისუფლებაც მცდარ ნაბიჯებს დგამენ. ძალიან მწყდება გული, რომ მაშინ, როცა საქართველო და უკრაინა გაერთიანებული უნდა იყვნენ მტრის წინააღმდეგ, ამ დროს საქართველო და უკრაინა მხარდამხარ არ დგანან ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა რეპუტაცია აქვს ზურაბ ადეიშვილს. ამასთანავე, ელისაშვილი უცნაურად მიიჩნევს იმას, რომ 44-მილიონიან უკრაინაში ერთი კვალიფიციური იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც ომის დანაშაულებს გამოიძიებდა.
„ძირითადად ამ პროცესს თავისი მოუზომავი განცხადებებით აზიანებს „ქართული ოცნება“, ხანდახან თავისი განცხადებებით და ქმედებებით უკრაინის ხელისუფლება. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ 44-მილიონიან უკრაინაში ერთი კვალიფიციური იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც ომის დანაშაულებს გამოიძიებდა რუსეთის წინააღმდეგ, მით უმეტეს უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა რეპუტაცია აქვს ზურაბ ადეიშვილს. მისი რეპუტაცია ნამდვილად არ არის საამაყო ადამიანის უფლებების დაცვით თვალსაზრისით.“
კომენტარები