უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ში წარსადგენი რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის თანახმად, უკრაინაში წარმოებული ომისთვის კომპენსაციის გაღება რუსული აქტივებიდან მოხდება.
„გავმართე შეხვედრა გაერო-ს სტრუქტურებში ჩვენი რეზოლუციის პროექტის შემუშავების შესახებ კომპენსაციის მექანიზმის შექმნის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის აქტივების ხარჯზე კომპენსაციის მიღებას, ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა ზიანისთვის. ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად გადაიხდის ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა.
მადლობა პარტნიორებს, ყველას, ვინც გვეხმარება ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით. მაგალითისთვის, ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი „აირის-ტემ“, ეს ნამდვილად ეფექტური სისტემაა. ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ უკრაინული ცა კიდევ უფრო მეტად დავიცვათ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კომენტარები