“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში ჯორჯ სოროსის ზეწოლით მოხდა. მან პირდაპირ და ხისტად დასვა საკითხი ზელინსკის წინაშე – ან სოროსის მრავალმინიონიანი დახმარება და სააკაშვილის დანიშვნა, ან დახმარების და გრანტების შეწყვეტა !!!
ახლა კი უკრაინის მარიონეტი პრეზიდენტი გვემუქრება !!! ეს არის უმადურობის პიკი !!!
საქართველო ერთადერთი სახელმწიფო გახლდათ ყოფილი დსთ-ს ქვეყნებიდან,რომელიც ძმასავით დაუდგა უკრაინელებს გვერდით ყველა კონფლიქტში – პასუხად უკიდეგანო უმადურობა მივიღეთ !!!
ვთვლი რომ ელჩის გამოწვევა არაა საკმარისი, აუცილებლად უფრო მკაცრი დიპლომატიური ნაბიჯებია გადასადგმელი !!! უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარია,რასაც ვერ ვიტყვით უკრაინის ხელისუფლებაზე,რომელიც სოროსის და მისი მსგავსი ფიგურების მარიონეტია !!! თუ უკრაინის მთავრობას სააკაშვილი ურჩევნია საქართველოს, მაშინ ყავდეთ სააკაშვილი, ძალიან მოკლე ხანში ვნახავთ თუ ვინ დარჩება მოგებული !!!“
კომენტარები