უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
“ზოგადად, სანქციებმა იმოქმედა და რაკეტების რაოდენობა შემცირდა. დღეს, სამწუხაროდ, მათ იპოვეს გზა ზოგიერთი პარტნიორის მეშვეობით – სადაც ისინი ძალიან ეშმაკურად ეხმარებიან რუსეთს – სანქციების გვერდის ავლით, ამა თუ იმ გზით, მათ შორის იმ სანქციების ჩათვლით, რომლებიც გავლენას ახდენს მათ თავდაცვის ინდუსტრიაზე. უკრაინის მიმართ ძალიან მეგობრულ ქვეყნებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარებიან”
კომენტარები