თეოლოგიის მაგისტრი, წმიდა თეოდორე ტარსელის სახელობის დისტანციური სწავლების ცენტრის (დიდი ბრიტანეთი, ლონდონი) დამფუძნებელი, გურამ ლურსმანაშვილი:
“ისევ მარიუპოლზე და აზოვზე, ნაწილი II
მარიუპოლის აზოველების მდგომარეობა ბევრს გვაინტერესებს საქართველოში (ჩემი პირველი პოსტის engagement-იც ამას მოწმობს). მაგრად რომ იბრძვიან ეს ისეც ვიცით, ვნახოთ რა კონკრეტული დეტალები ვიცით ამ ბიჭების დღევანდელ მდგომარეობაზე.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარიუპოლში ორი ეპიცენტრია, ერთ მხარესაა მარიუპოლის მთავარი პორტი, მეორე მხარესაა აზოვსტალის ქარხანა, სადაც აზოველები არიან. ლოგიკურად, ადრე თუ გვიან, ბრძოლებმა მხოლოდ აზოვსტალის ქარხანასთან უნდა გადაინაცვლოს, მაგრამ ესეც არ ნიშნავს აზოვის დამარცხებას. კარგად რომ გვესმოდეს, აზოვსტალი არის მარიუპოლში მდებარე უზარმაზარი მეტალურგიული ქარხანა. წლების მანძილზე ეს ქარხანა აზოველებმა გადააქციეს ციხე-სიმაგრედ (თავისი საწყობებით, ლოჯისტიკით, ბუნკერებით… ყველაფრით. მათ უზუსტესად იციან ამ ქარხნის თითოეული კუთხე-კუნჭული, ამიტომ, როდესაც ბრძოლები მთლიანად იქ გადაინაცვლებს, იქაც არ მოელით მშვიდი გასეირნება ღრუსებს.
აზოვის მეთაურობის შესახებაც ვრცელდება ხოლმე არასწორი ინფორმაციები. კარგად რომ გავიგოთ, აზოვს ჰყავს 4 ,,კამანდირი.“ აზოვის სულ სულ უფროსი არის ანდრეი ბილეცკი ( რომელიც ამჟამად მარიუპოლში არაა). მის შემდეგ მოდიან: იგორ მიხაილენკო, მაქსიმ ჟორინი და დენის პროკოპენკო. ეს უკანასკნელი არის უშუალოდ მარიუპოლის აზოვის მეთაური და არა მთლიანად აზოვის მეთაური. ზოგადად, აზოვი მარტო მარიუპოლში არაა, ისინი ბევრგან არიან, უბრალოდ ,,ცენტრი“ აქვთ მარიუპოლში.
-რამდენიმე კვირის წინ მარიუპოლს ოფიციალურად უტევდა 16 000! ღრუსი, ამას+ავიაცია+არტილერია+შეტევა ზღვიდან (გავრცელდა კადრები, საიდანაც ღრუსების საბრძოლო გემებიდან მარიუპოლს ურტყამენ <A-215 grad-m>), მოკლედ, ატომური ბომბის გარდა, ღრუსებმა მგონი ყველაფერი გამოიყენეს უკვე ამ ქალაქის დასანგრევად და იქაური აზოველების დასახოცად. ამ ფონზე, 45 დღე იყო ალყაში და ქალაქი ისევ იბრძოდეს ნიშნავს რომ: უმაღლეს დონეზე ხარ ომზადებული (ფიზიკურად, ფიქოლოგიურად, მენტალურად); არ გაქვს შიშს გრძნობა; ტაქტიკურად ხარ ძალიან განსწავლული; სიგიჟემდე გიყვარს შენი ქვეყანა და იდეალები.
-თავიდანვე ვიცოდით, რომ აზოველებმა ტაქტიკური გამიზნულებით, მარიუპოლში მდინარის მარცხენა სანაპირო დათმეს და სიღრმეში შეიწიეს. ოღონდ, სიღრმეში არ რჩებიან, გამოდიან ხოლმე იქიდან და სასწაულ ლოკალურ კონტრშეტევებს ახორციელებენ. მაგ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რომ მარიუპოლში (ქალაქის ცენტრიდან მოშორებით), აზოველების ბტრ-4 უკნიდან აფეთქებს ორ რუსულ ტანკს. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ჩაიარა რამდენიმე რუსულმა ტანკმა (სავარაუდოდ რეიდზე, რაც იმას ნიშნავს რომ მათ წინ დიდი ალბათობით სადაზვერვო ჯგუფსაც უნდა ჩაევლო) და უცბათ, მათ უკან აღმოჩნდნენ აზოველები. ვთქვათ საკანალიზაციო ჭიდან ჯაველინებით რომ ამოსულიყვნენ აზოველები არ გაგვიკვირდებოდა, მაგრამ არა, უცბად ბტრ-4 (რომელსაც 30 მმ.იანი ჯავშანსაწინააღმდეგო ქვემეხი უყენია), ,,გაჩნდა“ 2 რუსული ტანკის უკან, დაუშვა უკნიდან, ორივე ტანკი გაუყენა ,,კუდიგორის გზას“ და მერე ისევ ,,გაქრა“ (ბტრ-ს გარდა, არსებობს კადრები, სადაც აზოვის 2 ტანკი (T64) სინქრონში უბათქუნებენ რუსებს, მაგის განხილვას არ დავიწყებ, რადგან შედარებით ძველია. თუ დაგაინტერესებთ მაგ ვიდეოსაც მოგცემთ).
5- მარიუპოლში რუსებმა სანგრების თხრა და პოზიციების გამაგრება დაიწყეს გარკვეულ ლოკაციებზე. გუშინ, გამთენიისას მათ აზოველები ,,ესტუმრნენ.“ შედეგად კი კობზონის კონცერტს მაყურებლები შეემატნენ.
6- გავრცელდა ვიდეო, სადაც აზოველი აძვრა სახურავზე და ფაქტობრივად დამიზნების გარეშე ,,შმელით“ დაადუღა ღრუსული bmp. წარმოიდგინეთ, 24 საათის განმავლობაში რუსები ჰაერიდან აკონტროლებენ მარიუპოლს, ამ დროს ადიხარ სახურავზე შმელით, ბრახ bmp-ს და ჩამოდიხარ დაბლა. ეს რომ გააკეთო უნდა იყო თავზეხელაღებული ტიპი, ზე პროფესიონალი მებრძოლი და ,,უშიში ვითარცა უხორცო.“ ის აზოველი ასეთია.
7- გავრცელდა ვიდეო, სადაც 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მარიუპოლში რუსებს ტყვედ ჩავარდა. რუსები იძახდნენ საზღვაო ქვეითები იყვნენო. თავიდან მარიუპოლში იბრძოდნენ- აზოვი, საზღვაო ქვეითები, პოლიციის შენაერთები და მოხალისეები. მე რაც ვნახე, ვიდეო ავთენტურია, თუმცა არა საზღვაო ქვეითები, არამედ, მოხალისეები იყვნენ, რომლებსაც ტყვია წამალი გაუთავდათ. ტაქტიკურად ალბათ ძალიან სწორი მოქმედება იყო, რადგან ტყუილად ამდენი ,,მოხალისის“ შეხოცვას, ჯობია ისინი დარჩენილიყვნენ ქალაქში და რესურსებიც იმათ გამოეყენებინათ, ვინც რუსებისთვის ჩაბარებას არ აპირებენ (მაგ. აზოველები), ამ მოხალისეებს კი მხოლოდ მადლობა ეკუთვნით გმირობისთვის.
-ქართულ მედია სივრცეში გაიჟღერებს ხოლმე- უკრაინის მთავრობამ ,,დაიკიდა“ მარიუპოლი და აზოვიო. რაც მართალი არაა, პირიქით. ალყაშემორტყმულ ქალაქში, რამდენიმე დღის წინ განხორციელდა ფაქტობრივად თვითმკვლელი მისია – რამდენიმე უკრაინული ვერტმფრენი (სავარაუდოდ ზღვის მხრიდან), შეფრინდა მარიუპოლში, დატოვეს იქ ტყვია-წამალი, და სხვა აუცილებელი ნივთები, წამოიყვანეს დაჭრილები და იქიდან გამოფრინდნენ უკან. სამწუხაროდ, ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს ღრუსებმა (შიგ მყოფი დაჭრილი მებრძოლები გარდაიცვალნენ), თუმცა, დანარჩენებმა (როგორც ჩვენთვის ცნობილია), მოახერხეს და გავიდნენ სამშვიდობოს.
-როდესაც აზოველების ტყვია-წამლით მომარაგებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მათი მთავარი ,,მომმარაგებელი“ რუსული ჯარებია. გამოდიან ხოლმე აზოველები თავისი სამყოფელებიდან, რუს ჯარისკაცებს კობზონის კონცერტზე უშვებენ და მათი იარაღები თავისთან მიაქვთ ხოლმე. თავისუფალი ბაზარია მოკლედ. იარაღი- კონცერტის ბილეთის საფასურად.
-ახლახანს, უკრაინის მთავრობისგან პროკოპენკომ გმირის წოდება მიიღო, იაპონიის ხელისუფლებამ კი ოფიციალურად ამოიღო აზოვის ბატალიონი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან. თუნდაც ეს ფაქტები საკმარისი არგუმენტებია იმის სათქმელად, რომ დღეს, აზოვი, არანაირი ტერორისტული და უბედური ორგანიზაცია არაა, არამედ, ისინი არიან უკრაინაზე უზომოდ შეყვარებული ხალხი, რომლებიც, პირადი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად (ამ ბატალიონში ირიცხებიან ეთნიკურად ქართველი, ებრაელი, ბელარუსი… მებრძოლები) სიცოცხლეს სწირავენ დამოუკიდებელი და რუსეთისგან თავისუფალი უკრაინის იდეისთვის. და მთავარი- ყველა გმირი, რომელიც საკუთარი სამშბლოს რუსეთისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ოფიციალური კრემლისთვის არის- ნაცისტი. ასეთი ,,ნაცისტები“ არიან აზოველები და ასეთები ვიქნებით ჩვენც.
-რაც შეეხება გარედან მარიუპოლის ალყის გარღვევას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინული ჯარები მარიუპოლიდან საკმაოდ შორს არიან. მარიუპოლამდე ჰაერს კი მთლიანად აკონტროლებენ რუსები. მარიუპოლამდე რამდენიმე კილომეტრი ტრიალი მინდორია, რაც იმას ნიშნავს რომ იქ მოხვედრილი სამხედრო ძალა, ავიაციისა და არტილერიის პირდაპირი სამიზნე იქნება. ამ მოცემულობაში გარედან ალყის გარღვევის ვარანტი უბრალოდ არ არსებობს. მარიუპოლის ალყის გასარღვევად ალბათ გადამწყვეტი იქნება ვოლნოვახას აღება. აი ამის შემდეგ შეგვეძლება უფრო რეალური პროგნოზები გავაკეთოთ, იქამდე კი, სამწუხაროდ, არაფრის თქმა არ შეგვიძლია.
-აზოველების გმირობა და პროფესიონალიზმი არ ცვლის იმ ტრაგედიას, რაც მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ხდება. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ღრუსებმა მარიუპოლის მიწისქვეშა გადასასვლელებში სპეციალური ,,საწყობები“ მოაწყვეს, სადაც მიცვალებულებს აგროვებენ, რომ მერე ეს დაგროვებულები ერთად ან დამარხონ, ან დაწვან, ან რამე მსგავსი უბედურება გაუკეთონ, რომ კვალი არ დატოვონ. საუბარია ათობით ათას!!! მშვიდობიან მოქალაქეზე. ამისგან კარგი გაკვეთილი უნდა ავიღოთ, რომ ჩვენ, მომავალში (თუკი) რუსეთთან ომი მოგვიწევს, ჩვენი ჯარი რომელიმე ქალაქში გამაგრდება და მის დასაცავად ხანგრძლივ ბრძოლას დაიწყებს, ამ ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა დარჩეს. ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფნა მაშინ მოქმედებს საშენოდ, როდესაც ,,ნორმალური“ მტერი გყავს, რომელიც ერიდება უიარაღოების დახოცვას. რუსისთვის ეს ,,პრობლემა“ არ არსებობს, შენ ხელი გეშლება და ფსიქოლოგიურად კიდევ ინგრევი (რომ არაფერი ვთქვათ ამ ხალხის პირად ტრაგედიებზე).”
პირველი ნაწილი, რომელიც გურამ ლურსმანაშვილმა 19 მარტს გამოაქვეყნა:
“მაიდნის ამბების მერე მესმოდა, რომ ვიღაც მოხალისეებისგან ჩამოყალიბებული გიჟი და ნაციონალისტი აზოველები არიან უკრაინაში, რომლებიც რუსებსაც და უკრაინელებსაც სისხლს უშრობენ. ნუ, თუ რუსებს პრესავენ, იყვნენ ნაცისტები, რა პრობლემაა მეთქი. სულ ეს იყო რაც მაგათზე ვიცოდი. სადღაც 1 წლის წინ შემთხვევით ვნახე დიმიტრი გორდონის ინტერვიუ (ზოგადად, ვცდილობ მაგ კაცს ხშირად მოვუსმინო ხოლმე) ვიღაც ანდრეი ბილეცკისთან, გამოწკეპილი, სიმპატიური, ინტელიგენტი ტიპი ჩანდა.
მეთქი მოდი მოვუსმენ, გორდონი უინტერესო ტიპს ხომ არ ჩაიწერდა მეთქი და ჰოპ, აი ეს ინტელიგენტი ტიპი აზოვის მეთაური აღმოჩნდა და ბევრი რამე სხვაგვარად დავინახე (რას ამბობს და როგორ მაგას თვითონ ნახავთ თუ დაგაინტერესებთ).
იმასაც გეტყვით, რომ კადიროვმა სწორედ ბილეცკის მოკვლისთვის დააწესა ჯილდოდ 500 000 დოლარი. აზოველები ბევრგან არიან, მაგრამ რეალურად პირდაპირ არავის არ ექვემდებარებიან, უკრაინის მთავრობაც კი ,,კიდიათ,” აქვთ საკუთარი იდეალები თავისუფალ უკრაინაზე და ამ იდეალებს ეწირებიან/ მათი ძირითადი ცენტრი მარიუპოლში მდებარეობს.
რა მოხდა შემდეგ? დედამიწაზე ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სადღაც 8 წლის წინ, მოხალისეებისგან შემდგარი ჯგუფი (რომელსაც საქართველოდან გაძევებული ქართველი ინსტრუქტორებიც წვრთნიდნენ) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო შენაერთი დადგებოდა. მსოფლიოს სიძლიერით მეორე არმიას (ოფიციალურად ყოველ შემთხვევაში) 3 კვირაზე მეტია ალყაში ჰყავს ერთი ქალაქი რომელიც ვერადა ვერ აიღო. ბავშვობაში, ხომ გახსოვთ ყველა ვკითხულობდით 300 სპარტანელს, 300 არაგველს და ა.შ. აი წარმოიდგინეთ რომ ეგ ყველაფერი ხდება ახლა, ჩვენს თვალწინ და ყველაფრის ლაივში ყურების საშუალება გვაქვს.
წარმოიდგინეთ რომ ახლა პუტინი არის ქსერქსეზე უარეს მდგომარეობაში, რომელიც ყველაფერს აკეთებს (მოსყიდვა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, დივერსანტები …) რომ ეს ერთი ქალაქი აიღოს, მაგრამ ვერ იღებს ჯერ. მარიუპოლში თეატრის შენობის ბუნკერში ბავშვები იყვნენ, სპეციალური წარწერაც გააკეთეს იქაურებმა, მაგრამ პუტინმა მაინც დაბომბა, პუტინმა, ასევე, დაბომბა აქაური სამშობიარო, მოკლედ ყველაფერი, რასაც მარიუპოლის გატეხვა შეეძლო. ყველანაირი ლოგიკით მარიუპოლი არის განწირული ქალაქი. ქალაქში არაა საჭმელი, სასმელი, ელ. მომარაგება, მოკლედ არაფერი, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი მაინც რჩება და ,,თვითგადარჩენის“ რეჟიმშია.
აზოველების დანებების შემთხვევაშიც კი, ალბათ ცოცხლად არავის დატოვებენ და წამებით მოკლავენ, ამიტომ ვერ მექნება ვერანაირი იმედიანი განწყობა.
ახლა გეოგრაფია-სტრატეგიას რაც შეეხება. ქალაქი მარიუპოლი მდებარეობს აზოვის ზღვის სანაპიროზე, დონბასის რეგიონში. რუკაზე რომ წარმოიდგინოთ ეს ადგილია ყირიმსა და დონეცკს შორის. თებერვლის დასაწყისში, როდესაც ერთ მეგობარს ბელარუსიაში რუსული ჯარის მობილიზაციაზე ვესაუბრებოდი, ვუთხარი, რომ ომი დაიწყება აუცილებლად, მაგრამ ლოგიკურად კიევზე შეტევა არ მოხდებოდა (აქ შევცდი, პუტინმა ალოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და კიევზე შეტევა გადაწყვიტა), პუტინის მიზანი კი უკრაინი აღმოსავლეთით ტერიტორიის ოკუპაცია, უკრაინისთვის ზღვაზე გასასვლელის მაქსიმალური შეზღუდვა და ამ ტერიტორიების ერთმანეთთან სახმელეთო გზით დაკავშირება იქნება მეთქი (ოდესა, ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, მარიუპოლი, დონეცკი).
რატომ ვერ ხერხდება მარიუპოლზე დამხმარე ძალების მიშველება? მარიუპოლიდან ყველაზე ახლოს უკრაინის ჯარები სადღაც 130 კმ.ში დგანან, ამ ადგილებიდან მარიუპოლამდე ჰაერს მთლიანად აკონტროლებენ რუსები. მარიუპოლამდე რამდენიმე კილომეტრი ტრიალი მინდორია, რაც იმას ნიშნავს რომ იქ მოხვედრილი სამხედრო ძალა, ავიაციისა და არტილერიის პირდაპირი სამიზნე იქნება. ამასთანავე, რუსებს სამხედრო აეროდრომი აქვს როსტოვში, საიდნაც მარიუპოლამდე სამხედრო თვითმფრინავის მიფრენას სულ რამდენიმე წუთი უნდა, ამ ფონზე, უკრაინის სიღრმიდან მარიუპოლი ალყაზე შეტევის დაწყება არის კამიკაძეობა და რეალურად თვითმკვლელობაზე წასვლა.
მარიუპოლში ჩამოდის მდინარე კალმიუსი, როგორც ცნობილია, აზოვის მებრძოლებმა მარცხენა სანაპირო ტაქტიკური გამიზნულებით დათმეს და ცენტრში გადაიწიეს, აკეთებენ შეზღუდულ კონტრ-შეტევებს რუსული ძალების წინააღმდეგ და ბრუნდებიან ,,ბუნკერებში.“ ყველაზე მთავარი ისაა, რომ აგერ უკვე 23 დღეა, რუსების ძირითადი ყურადღება მარიუპოლზეა გადასული და ამ ფონზე სხვა ქალაქებსა და პოზიციებს გამაგრების საშუალება მიეცა.
მოკლედ რომ ვთქვათ, აზოვის ბატალიონი პირდაპირ თვითმკვლელობაზე მიდის (რადგან რეალურად არანაირი დახმარების შანსი არ არსებობს თუ რამე სასწაული არ მოხდა), ებრძვის მსოფლიოს მეორე არმიას (ისიც ვთქვათ, რომ აზოვთან ერთად იბრძვიან პოლიციის შენაერთები, უკრაინის ტერიტორიული დაცვა და მოხალისეები), რათა სხვა ქალაქებს მისცენ დრო რუსებისგან თავის დასაცავად და პრინციპულად შეაკვდნენ მარიუპოლს. არ ვიცი რამდენ ხანს გაძლებენ, რამდენი დღე ეყოფათ კიდევ აზოველებს ტყვია-წამალი, რესურსები… მაგრამ ის კი ვიცი, რომ ისეთი მოვლენის მომსწრენი ვართ, რომელზეც საუკუნეების შემდეგაც კი დიდი სიამაყითა და მოკრძალებით ილაპარაკებს ხალხი და რომელზეც თაობები გაიზრდებიან.”
კომენტარები