როდესაც გინდა ნეიტრალიტეტის თემის მუსირება დაიწყო, ამით მტრის წისქვილზე ასხამ წყალს. ეს არის ანბანური ჭეშმარიტება. სწორედ ამ კალაპოტში ჩაჯდა თანხვედრილად „პატრიოტთა ალიანსი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ამ გზის თავშია სააკაშვილი და ბოლოში ის ხალხი, ვინ მოსკოვში ჩავიდა. ეს თვალხილულია. ერთი ამბობს, რომ ახლა ამ თემას თქვენ რუსები მოგახვევენო და ამით იმ რუსის სათქმელს ამბობს ფაქტობრივად წინსწრებად. ამ თემას სასინჯ ქვად აგდებს უკრაინის ომით დაზაფრულ ქართულ საზოგადოებაში. ამ დროს მეორე ფლანგიდან „პატრიოტთა ალიანსი“ ამბობს, რომ მიდიან მოსკოვში ნეიტრალიტეტზე სასაუბროდ“, – განუცხადა „იმედს“ ცაგარეიშვილმა.
კომენტარები