უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, უკრაინულ მედიასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის გამო და ამბობს, რომ იგი საერთო არ უნდა შეხვედროდა ღარიბაშვილს.
დიმიტრი გორდონი:
“მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი გმირია. თქვენ თავს უნდა დაუსვათ კითხვა – ჩვენ შეგვეძლო, ჩავსულიყავით საქართველოში, რომ გვცოდნოდა, რომ დაგვაპატიმრებენ, ჩაგვსვამენ, დაგვცინებენ? ეკონომიკურ ფორუმზე, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში აპირებდა წასვლას, ვკითხეთ – ხომ შეიძლება იქ დაგაპატიმრონ? მან გვიპასუხა – შეიძლება მომკლან კიდეც, მაგრამ მე რევოლუციონერი ვარ. ადამიანი, რომელსაც შეგნებული ჰქონდა, რომ შეიძლებოდა რაღაც ცუდი დამართნოდა, მაინც წავიდა საქართველოში.
ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და…
სამწუხაროა, საერთოდ რომ ხვდება ადამიანს, რომელმაც სააკაშვილზე თქვა, რომ ყველა ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. უკრაინის პრემიერ-მინისტრი არ უნდა ხვდებოდეს მას (ირაკლი ღარიბაშვილს) და აქ საუბარი არ არის საქართველოს პატივისცემასა ან უპატივცემულობაზე, საუბარია იმ ადამიანის უპატივცემულობაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მყოფი, ისეთი განცხადებებს აკეთებს.”
იგივე გადაცემაში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას სააკაშვილზე არც კი ისაუბრა.
კომენტარები