პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან“ ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დააჯილდოვა.
„არ აქვს მნიშვნელობა, მტერს საქართველოში ეომები თუ უკრაინაში. მადლობა თქვენ“, – წერს რუხაია Facebook-ზე და ჯილდოს ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ლაშა რუხაია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გახდა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია.
ბოლო თვეებია რუხაია უკრაინაში, ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძვის.
კომენტარები