საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ რადიოსადგურ COPE-სთან ინტერვიუში განაცხადა:
“ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, ომის დანაშაულია. ეს საშინელებაა და ამის აღსაკვეთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. პრეზიდენტ ზელენსკის ნაკლები ტაშის დაკვრა და მეტი დახმარება სჭირდება. უკრაინის შეიარაღება უნდა გავაგრძელოთ, ოღონდ ომის ესკალაცია და მასში სხვა ქვეყნების ჩართვა არ უნდა მოხდეს. ომებს შეიარაღებითა და მტრის ეკონომიკის დასუსტებით იგებენ.”
კომენტარები