უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ამის შესახებ ზალუჟნიმ აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეს, მარკ მილის მოახსენა.
“ტრადიციულად, ჩემს ამერიკელ კოლეგას ვაცნობე ამჟამინდელი ვითარების შესახებ. კერძოდ, ლუგანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევის გადატანაზე, სადაც პოპასნოის, კრემინასა და ტორსკის რაიონებში დაუნდობელი ბრძოლები მიმდინარეობს, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლაზე, ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით”. – თქვა ზალუჟნიმ.
კომენტარები