უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრად სახალხო დეპუტატი, დმიტრო ლუბინეცი დაინიშნა . შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს მიიღო. ლუბინეცს მხარი 250-მა დეპუტატმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, მანამდე ომბუდსმენის თანამდებობას ლუდმილა დენისოვა იკავებდა .მედიის ინფორმაციით, დენისოვას თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი უკრაინის სახალხო დამცველის ოფისის არაეფექტური მუშაობა გახდა.
კომენტარები