უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას მხარი 327 დეპუტატმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, 3 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, რეზნიკოვის შემცვლელი, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი გახდება.
კომენტარები