უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ძებნილთა სიაში შეიყვანა.
ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში უკვე გამოქვეყნდა.
უკრაინა მედვედევს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილში დებს, რაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ.
მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10-წლამდე, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე.
კომენტარები