უკრაინის მთავრობის ცნობით, ჩეხეთის მოსახლეობამ უკრაინისთვის მოდერნიზებული საბჭოთა პერიოდის T-72 ტანკის შესაძენად $1.3 მილიონი შეაგროვა. ჩეხეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებმაც უკრაინის არმიის დასახმარებლად ფინანსები საკუთარი სახსრებით მოიძიეს.
პრაღაში უკრაინის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე უკრაინის დასახმარებლად 11 288 დონორისგან $1.31 მილიონი შეგროვდა.
“ჩეხეთი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც უბრალო ხალხმა უკრაინისთვის ტანკი იყიდა”. – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენ პერებინისიTwitter-ზე.
უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის იარაღის შესაძენად $51.72 მილიონი გამოყო.
კომენტარები