კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, დიდი შვიდეულის ინიციატივა, რომ უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყონ უკრაინისთვის – საფრთხისშემცველია.
“უკრაინის NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება გვაქვს. ეს თემა პირდაპირ კორელაციაშია დიდი შვიდეულის ქვეყნების განცხადებებთან, რომ ისინი უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფენ უკრაინისთვის. ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც ექსტრემალურ შეცდომასა და პოტენციურად ძალიან საშიშ გადაწყვეტილებას. დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემით უსაფრთხოების ხელშეუხებლობის საერთაშორისო პრინციპებს უგულებელყოფენ”.
დღეს დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფენ. ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტილებას ოფიციალურად ვილნიუსის დღევანდელ სამიტზე გააჟღერებენ.
კომენტარები