უკრაინაში, ომის დაწყებიდან მეხუთე სოციალური გამოკითხვა ჩატარდა.
უკრაინა სწორი თუ არასწორი მიმართულებით მიდის? – ამ კითხვას უკრაინის მოქალაქეებმა ასე უპასუხეს: გამოკითხულთა 76% თვლის, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის.
დარწმუნებული ხართ, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის თავდასხმის მოგერიებას? – უკრაინის მოქალაქეების 72 პროცენტი სრულიად დარწმუნებულია, რომ ამ ომს მოიგებენ, 21 პროცენტი კი საკმაოდ დარწმუნებულია, რომ ისინი რუსეთის თავდასხმა მოიგერიებენ – საერთო ჯამში, უკრაინის მოქალაქეების 93 პროცენტს სჯერა, რომ ისინი ომს მოიგებენ.
მხარს უჭერთ თუ არა ზელენსკის პირდაპირ მოლაპარაკებებს პუტინთან ომის დასრულებაზე? – ამ კითხვას უკრაინის მოქალაქეების ასე პასუხობენ – 74 % მოლაპარაკების თანახმაა, 24 პროცენტი კი – წინააღდეგი.
მხარს უჭერთ თუ არა რუსეთთან დროებითი ზავის გაფორმების იდეას ჯარების გაყვანის გარეშე
უკრაინის ტერიტორიიდან? – უკრაინის მოქალაქეების პასუხია – 78% პასუხობს – საერთოდ არ ვუჭერ მხარს, ჯარების გაყვანის გარეშე, რუსეთთან დროებითი ზავი არ უნდა გაფორმდეს, 11 პროცენტი პასუხობს – არა, მე არ ვუჭერ მხარს – საერთო ჯამში, რუსეთის ჯარების გაყვანის გარეშე ზავის დადების წინააღმდეგია მოქალაქეთა 89 პროცენტი.
კვლევისას, კითხვა დაისვა ნატო-სთან დაკავშირებითაც, რაზეც უკრაინის მოქალაქეების პასუხი ასე გადანაწილდა – უკრაინა ნატოს წევრი უნდა გახდეს – 44%
უკრაინამ უნდა გააუმჯობესოს თავისი არმია ნატოს სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არ გახდეს ალიანსის წევრი – 42%
გამოკითხვა ჩაატარა არასამთავრობო, დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაციამ, «Рейтинг» (Rating Group Ukraine)-მ, რომელიც 2008 წელს დაარსდა. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია ყველა სახის სოციოლოგიურ კვლევაშიო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ის ყოველწლიურად ატარებს 100000-მდე ინტერვიუს და 100-ზე მეტ ფოკუსჯგუფის კვლევას.
გამოკითხვა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით, ყველა ოლქში, გარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და გამოკითხვაში მონაწილეობდნენ 18 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანები.
რას ფიქრობენ უკრაინელები საქართველოს განწყობაზე ომის მიმართ? – უკრაინული კვლევა
კომენტარები