“უკრაინული მხარე რუსული თავდასხმისგან თავდასაცავად სხვადასხვა მიმართულებით ისროდნენ რაკეტებს და დიდი ალბათობით, ერთ-ერთი მათგანი, სამწუხაროდ, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა,” – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებაზე დაყრდნობით.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გამოძიებას არანაირი საბაბი არ აქვს იმისთვის, რომ რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთზე მიზანმიმართულ თავდასხმად შეაფასოს.
იგივე გაიმეორა პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მოროვეცკიმაც. მან აღნიშნა, რომ გამოძიების მიერ შეგროვებული მასალები არ იძლევა ნატოს მე-4 მუხლის გააქტიურების საჭიროებას.
“ჩვენს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების უმეტესობა გვაჩვენებს, რომ ნატოს არ სჭირდება მე-4 მუხლის ამოქმედება, თუმცა ეს ინსტრუმენტი კვლავ ჩვენს ხელში რჩება,” – განაცხადა პრემიერმა პოლონეთის ეროვნული უშიშროების სესიის დაწყებამდე.
„მთავარი არხი“
კომენტარები