ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, – 19 სექტემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსების ბაზა ოკუპირებულ კადიევკაში, ასევე მტრის აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა ნოვოაიდარში სატყეო საწარმოს ტერიტორიაზე.
გაიდაი ამბობს, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.
ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს, ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ კადიევკაში, უკრაინელმა მებრძოლებმა გაანადგურეს 200-მდე რუსი მედესანტე სასტუმრო “დონბასში”, ოკუპანტების ბაზაზე თავდასხმის შედეგად.
კომენტარები