ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინულმა არმიამ 700 კმ-ის დაშორებით მდებარე სამიზნე უკრაინული წარმოების იარაღით გაანადგურა.
“მოვისმინე მთავარსარდლის მოხსენება ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებები, ჩვენი წინსვლა არ ჩერდება. ჩვენმა არმიამ 700 კილომეტრის დაშორებით მდებარე სამიზნე უკრაინული წარმოების იარაღით გაანადგურა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუმცა არ დაუკონკრეტებია ადგილი და იარაღის სახეობა.
კომენტარები