უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და მისი სატელევიზიო და რადიო სტუდია “ბრიზი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობას.
მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებულ დასახლებებში სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს.
“იაკოვ განძიუკის სახელობის 59-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის მებრძოლები ძალიან ახლოს არიან რუსების მიერ ოკუპირებულ დასახლებებთან და ყვებიან, როგორ ემზადებიან მტრის მოსაგერიებლად”.- აცხადებს სამინსიტრო.
კომენტარები