• რეკლამა
  • კონტაქტი
22:34, ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკუჩვენებები” – კრუნჩხვის სიმპტომი” – ხელთათმანებისა და ვაქცინების ჩაშლილი ტენდერები და დისკვალიფიკაცია “გეფას”

ალია ავტორი - ალია
15:56 02-19-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამირან გამყრელიძის ვაჟის, ნიკოლოზ გამყრელიძის კომპანია “გეფამ” 8 მილიონამდე ღირებულების ტენდერები მოიგო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან და იგი იქნებოდა მიმწოდებელი მათთვის სამედიცინო ხელთათმანების.

“ალია” დაინტერესდა რა ბედი ეწია ამ ორ ტენდერს (ორ ნაწილად იყო გამოცხადებული ტენდერი) – აღმოჩნდა, რომ ორივე ჩაიშალა და გეფას კი დისკვალიფიკაციის წერილი გაეგზავნა:

“პრეტენდენტის მიერ წარმოადგენილი შესასყიდი საქონლის ნიმუშები ვერ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციისა და სამედიცინო მოწყობილობების 2021 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის
2021 წლის 4 თებერვლის №CON69-2 სხდომის ოქმის მოთხოვნებს.
სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სს „გეფა“ კონსოლიდირებულ ტენდერში დაექვემდებაროს დისკვალიფიკაციას.” – ვკითხულობთ განცხადებებში.

დისკვალიფიკაციის შესახებ წერილები შესყიდვების სახელმწიფო სააგენტომ “გეფას” გუშინ მისწერა, ერთი წერილი 20.22 საათზე და მეორე კი 20.24 საათზე. (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ორი ტენდერი იყო გამოცხადებული, ორივე “გეფამ” მოიგო და ამიტომ გაიგზავნა 2 წერილი)

სს გეფა ამაზე დიდი ალბათობით, არ იდარდებს, იგი ხშირადაა დისკვალიფიცირებული არაერთი სახელმწიფო უწყებისგან – მოიგებს ტენდერს და შემდეგ სხვადასხვა მიზეზით კარგავს ამ ტენდერებს, ასეთი ათობით ტენდერი შეგხვდებათ, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემთხვევაშიც.

კი, არ მოგესმათ, მამის სამსახური, შვილის კომპანიას დისკვალფიკაციას ხშირად აძლევს, მაგალითად, 2020 წლის 6 მარტის წერილის მიხედვით, ამირან გამყრელიძის უწყება, ნიკოლოზ გამყრელიძის კომპანიას წერს:

“თქვენს მიერ წარმოდგენილი ვაქცინის სპეციფიკაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ვაქცინის შესაძლო „უკუჩვენებები“ კერძოდ: -კარდიო ვასკულარული დარღვევები, თირკმლის პათოლოგიები, ლატენტური და გაჯანსაღების პერიოდი, ვაქცინაციამდე 1 წლის განმავლობაში 1 წუთიანი
კრუნჩხვების სიმპტომი, პირები იმუნოდეფიციტის დიაგნოზით და კვების დეფიციტი, ურთიერთშეუსაბამობაში მოდის იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დაგენილების მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრულ რისკ ჯგუფებთან; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისკვალიფიცირებული ხართ”

საუბარია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე და ტენდერზე, რომელიც გეფამ 1`922`400 ლარად მოიგო.

რატომ არ ხდება ამდენი დისკვალიფიკაციის მერე კომპანიის შავ სიაში გადაყვანა და რით ახსნის ამირან გამყრელიძის უწყება, რომ მისი შვილის კომპანიას სურდა შემოეტანა ვაქცინა, რომელიც იწვევდა ამდენ უკუჩვენებას – უცნობია!

სს გეფა მაინც აგრძელებს ტენდერების მოგებას, ახლა, 2021 წლის 10 თებერვალს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი მოიგო 743`880 ლარად და იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტირაბიული იმუნოგლობულინის შესყიდვა მისგან უნდა განხორციელდეს, თუ ისევ დისკვალიფიკაციას არ მიიღებს.

კიდევ უფრო საინტერესოა მამისა და შვილის უწყებებს შორის დადებული ერთი დოკუმენტი – ეს არის დოკუმენტი ინტერესთან კონფლიქტის შესახებ და ყველა ტენდერის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამტკიცებს, რომ მასა და “გეფას” შორის, ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.

ინტერესთან კონფლიქტის არარსებობის დამადასტურებელ ოქმში, თავად წერენ რომ ხელმღვანელობენ საქართველოს სახემწიფო შესყიდვების შესახებ კანონით, კერძოდ მე-8 მუხლით, რომელიც გვეუბნება, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები”

აი, საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით კი ურთიერთდამოკიდებული პირები გახლავთ – ნათესავები.

ამირან გამყრელიძე და ნიკოლოზ გამყრელიძე ნათესავები რომ არიან, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. ესეც ოჯახის ცნება, ხომ არ არის, რო გვიპასუხონ, ერთ ოჯახად არ ვცხოვრობთო.

რა თქმა უნდა, გამყრელიძის უწყება აპელირებას შეეცდება იმაზე, რო მისი შვილის კომპანია იღებს ტენდერში მონაწილეობას და არა მისი შვილი და სამართლებრივად, შესაძლოა, სწორიც იყოს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, როგორ ამუნათებდა ის კომპანიებს მორალზე, როგორ ითხოვს, გვაჩვენოს კერძო კომპანიებმა, რამდენი ტესტირება ჩაატარეს და რა გააკეთეს ქვეყნისთვის, გვახსოვს რამდენჯერ გვიწოდა უგუნურები, ხოდა, გონიერების და ლოგიკის ფარგლებში გვიპასუხოს – არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი “გეფასთან”? გონიერების და ლოგიკის ფარგლებში აგვიხსნას, როგორ მოახერხა მისი შვილის კომპანიამ და სცადა მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებისთვის მიეყიდა ვაქცინა, რომელიც ამდენ უკუჩვენებას იწვევდა?

შეგახსენებთ, ნიკოლო გამყრელიძე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორია და ამ ჯგუფში შემავალია კომპანია „გეფა“, რომელიც სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების ერთ-ერთი დიდი დისტრიბუტორია

თეგები: ამირან გამყრელიძენიკოლოზ გამყრელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved