“ლიტერას” პრემიის კონკურსს წულუკიანის გამო კიდევ ერთი კონკურსანტი, დიზაინერი ნატალია ავალიანი გამოეთიშა.
ნატალია წერს:
“პირველ რიგში, მინდა გამოვხატო უდიდესი სიყვარული და პატივისცემა “მწერალთა სახლის” და მისი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ ქართველი ავტორებისთვის, საგამომცემლო საქმისთვის და ზოგადად, ლიტერატურისთვის.
ამასთან, მეც არ შემიძლია უარი არ ვთქვა კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე, სანამ ამ უწყების მინისტრი არის სრულიად უკულტურო ადამიანი და ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი. ეს არის ჩემი ინივიდუალური პროტესტი ამ სამარცხვინო ჩინოსნის და არანაირად კონკურსი “ლიტერას” მიმართ, რომლის 2017 წლის ამაყი გამარჯვებულიც თვითონ ვარ.
გულით ვუსურვებ წარმატებებს კონკურსის სხვა ნომინანტებსა და “მწერალთა სახლს”. და სრულიად საქართველოს”
კომენტარები