შალვა პაპუაშვილი:
რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი დეპოლარიზაციასთან? მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება 2021 წლის ოქტომბრიდან და მანამდე პოლარიზაცია არ იყო ამ საზოგადოებაში? მანიპულაციაა ტერმინებით, თითქოს ამას რაღაც კავშირი ჰქონდეს. არანაირი კავშირი ამას ამასთან არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა რითაც უპასუხა კითხვას – „სააკაშვილთან მიმართებაში, როგორ წარმოგიდგენიათ დეპოლარიზაცია პოლიტპატიმრებით?“
„საბოლოო ჯამში პოლარიზაციის საფუძველი არის ის, რომ უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს არჩევნებს. 2012 წლიდან მოყოლებული რეალურად მათ არც ერთი არჩევნები არ უღიარებიათ, რეალურად, ისინი ვერ იღებენ მოქალაქეების არჩევანს, რომ მოქალაქეები მათ მიაკუთვნებენ ოპოზიციის როლს. მეორე ის, რომ ისინი საკუთარ მომხრეებს და საზოგადოების ამ ნაწილს ამყოფებენ იმ ყალბ ნარატივში, რასაც ჰქვია, რომ საქართველოს მართავს რაღაც რუსული პროექტი და ა.შ. უკვე ათ წელზე მეტია, ამ ცრუ ისტორიაში ატრიალებენ საკუთარ ამომრჩეველს და მხარდამჭერებს, აძულებენ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას, ზიზღს ნერგავენ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. საბოლოო ჯამში სწორედ ეს არის პოლარიზაცია“
კომენტარები