გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“არც კი ვიცი რა დავწერო, ვის ეკუთვნის საერთოდ მიმართვა.
უკვე მერამდენედ
დამძიმდა და გარდაიცვალა ,,კორონას სასტუმროში იზოლირებული, რომელსაც მკურნალობენ…
რას მკურნალობენ, რა უნდა 6 კვადრატულ მეტრ ოთახში ახალგაზრდა ადამიანს, ან ჰქონდა კი საერთოდ სამი კვირის მერე კორონა?
ამას ვერასოდეს გავიგებთ, იმიტომ რომ,
გარდაცვლილსაც პატრონი უნდა.
უკვე მერამდენედ
კლინიკაში გადაჰყავთ ერთ ან ორ სიმპტომიანები, მაგალითად სიცხე და ხველა რომ აქვს, აწვენენ პალატაში კოვიდიანებთან ერთად და ,,უსხავენ გადასხმებს,, და ვერ გავიგე, რატომ
იმიტომ რომ
ვინც უნდა ჰკითხოს, რატომო, ის იძახებს სასწრაფოს, ელოდება მერე ოთხი საათი, მერე გაბრაზებული და აღელვებული ეჩხუბება სასწრაფოს ექიმს და გადაჰყავთ…
მთელი თავისი საშინელი შედეგით…
არ ვიცი ამაზე ვის რა ვკითხო და შევჩივლო.
დამიკავშირდება და უკვე გვიანაა…
უკვე მერამდენედ ატერორებენ კოვიდგადატანილს, უნდა აიცა, თან ორჯერ,
არადა, ზოგს რამდენიმე ასეული აქვს ანტისხეული და ზოგს რამდენიმე ათასეული.
მაინც წნეხშია.
არ ვიცი როგორ გავაგებინო მოაზროვნე ადამიანებს, რომ საქართველოში კიარა, თითქმის ყველგან ახალინფიცირებულთა 98% ახალგაზრდაა და არაა სარისკო ჯგუფი.
მოეშვით ამ ხალხს, არ გინდათ ეს ტერორი და ეს ხალხი 10დღეში იდეალური მოქალაქე და კოვიდის გამო ჯანდაცვის არასოდეს მომხმარებელი იქნება.
მერამდენედ უყურებთ კოვიდიანი ალმაცერად
არ დაიცვაო
იგრიალაო
მადლობა გადაუხადეთ ამ ხალხს და რაღაცა ფასეულობა შეინარჩუნეთ,
ოღონდაც,
ვის ეკუთვნის ეს სიტყვები,
ვერ გეტყვით,
რამეთუ თავად ზოგნი კოვიდიანი უსიმპტომოებიც კი ,,მტრად,, აღიქვამენ ორი მეტრის დისტანციაში ადამიანს.
რაღაცამ მაგრად დაგვიბლოკა რაღაცა და არ ვიცი რა და რამ”
კომენტარები