კლუბ BASSIANI-ს თანამფლობელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მაშინ როდესაც სატრანსპორტო ნაკადების სიუხვის გამო ქალაქი მთელი დღის განმავლობაში პარალიზებულია და ქუჩები სავსეა საპროტესტო აქციებით კომენდატის საათის არსებობა ფუჭი ბრძოლაა მობილობის შესამცირებლად, შესაბამისად უნდა გაუქმდეს.
თუმცა, საყოველთაო ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების გაქრობამ შესაძლოა მძიმე და გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რაც გამოწვეული იქნება ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მასიური მოსპობით. ცოცხლად გადარჩენილებს კი ისევ ხანგრძლივი იზოლაცია და უკიდურეს სიღარიბე ემუქრებათ.
თავისუფლების სახელით უკვე სიკვდილს ვეჭიდავებით და იმ მდგომარეობამდე ვართ მისული, რომ მომავლის რწმენა საბოლოოდ გაგვიქრა. საბედნიეროდ, რაც ზუსტად ვიცით, ამ უბედურების ერთადერთი შემოქმედი და სასტიკ მარცხზე პასუხისმგებელი – საქართველოს მთავრობაა.”
კომენტარები