მომღერალი, „მხოლოდ ქართულის“ ფინალისტი გიორგი ძოწენიძე სოციალურ ქსელში წერს “ავერსის” საჩუქარზე და ამბობს:
„სტივი ვანდერის კონცერტი, რომელიც „ავერსმა“ პრიზად გადმომცა, არ არსებობს“
გიორგი ზოწენიძის პოსტს აკომენტარებს თათა დგებუაძე, რომელსაც სოციალურ ქსელში მითითებული აქვს, რომ არის “ავერსი ფარმას” მარკეტინგის მენეჯერი:
“… ამ ყველაფერში კი ყველაზე ცუდი, უმადურობაა!!! ავერსის 8000-იან სტაფის მეილზე, სადაც მსგავსი მოწოდებები და ერთიანი მეილის დაგზავნა ძალიან შეზღუდულია, თითქმის მთელი კონკურსის განმავლობაში მოდიოდა გიორგის მხარდასაჭერი წერილები და ამაში უშუალოდ იყო ჩართული მნიშვნელოვანი პირები. კორპორატიულ საღამოებზე გიწვევდნენ და იქაც მთელი ავერსის სახელით მხარდაჭერას გიცხადებნენ, თუ კი რეიტინგი გქონდათ, ჩათვალეთ 80% ავერსელების შექმნილია ის, ვერ გაიმარჯვეთ და მაინც არ დაგწყვიტეს გული. შეცდომა შეიძლება მოხდა ( დეტალები არ ვიცი, თუმცა განზრახ რომ ამას არავინ იზამდა, ეგ ზუსტად ვიცი), მაგრამ ყველაფერ ზემოთ ხსენებულის მერე, პასუხად ასეთი რეაქცია?! ??? კონცერტი რომ საერთოდ ჩაშლილიყო, მინიმუმ დანიაში მოგზაურობა ცუდი პერსპექტივაა თქვენთვის?! უღირს ადამიანებს სიკეთეს ვერ დაანახებ… გამლანძღეთ ახლა მეც, როგორც რიგითი ავერსელი, მაინც არ მანაღლვებს თქვენნაირების აზრი ? ?”
კომენტარები