ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“20 წელი გავიდა გიოს გარდაცვალებიდან. უსაზღვრო ნიჭიერებით, კეთილშობილებით, პროფესიონალიზმით, მონდომებით გაანათა პოპულარულობის მწვერვალზე, შეაყვარა საზოგადოებას თავი, გახდა მართლაც ხალხოსანი და…
უმძიმესი იყო ის დღეები – უახლოესი მეგობრის დაკარგვა, ცალკე უთვალავი ჭორები, ვერსიები და ჯერ კიდევ მაშინ, გაუგონარი სპეკულაციები მისი სახელით. საერთო ახლო მეგობრებმა შეძლეს და არ გამოაყენებინეს გიოს სახელი “კეთილის მსურველებს”, რომელთაც მისი სასახლის დასვენება პარლამენტთან სურდათ, დიდი შავი ლენტი რუსთაველზე და “ბუნებრივად ემოციური” გამოსვლები. მაშინ იყო არაერთი მრავალვერსიული, ყალბი სტატია, რეალური თუ ფსევდო-ემოციური თოქ-შოუები და ა.შ.
არც მისი ოჯახისთვის, არც ახლობლებისთვის ეს საქმე არაა გამოძიებული, ახალი გარემოებებიც გაჩნდა 2018 წელს. თუმცა, ყველაფერი მაინც ძალიან ჩახლართულია. ვნახოთ…
ღმერთმა დაუმკვიდროს გიორგის სულს ადგილი, სადაც მართალნი განისვენებენ!
1997 წ. ვაშინგტონი, თეთრ სახლში, პრესის პროტოკოლის ლეგენდარულ წარმომადგენელთან, მერი მაზერინისთან ერთად”

კომენტარები