ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე ფეისბუქზე ეხმიანება მთავარი არხიდან ვანო ჯავახიშვილის წასვლას და წერს, რომ – უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს არ მოდიან :
“უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს არ მოდიან!!! თუ ვინმე ფიქრობს ( და მეც ასევ მოვიქეცი) რომ ყოფილ სამსახურზე არ უნდა ილაპარაკო, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს სათქმელი არ აქვს!
ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ვინ რას აკეთებდა, როგორ და რანაირად, როდესაც ფორსმაჟორში არხი იყო გასაშვები, ჩემზე კარგად არავინ იცის !!! მეხსიერება კომპიუტერი არ არის DELETE-ს ღილაკით წაშალო მართლა ყველაფერი!”
კომენტარები