NDI-ის საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული ახალგაზრდების 65% ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.
ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ საქართველოში არაა ისეთი პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს.
39% ამბობს, რომ საქართველოში არსებობს პარტია, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს.
მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ პოლიტიკოსები და რუსეთი, საზოგადოების ორად გახლეჩას უწყობენ ხელს.
მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც
მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ.
იგივე კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, უმრავლესობა, 66 პროცენტი წავიდოდა.
ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
კომენტარები